სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 736-მდე გაიზარდა, მხოლოდ გასულ 24 საათში დაავადების 73 შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადების კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სომხეთში COVID-19-ით გარდაცვლილია შვიდი ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 017 693 შეადგინა, გარდაცვლილია 53 164 პაციენტი, ამ დროისათვის კორონავირუსი 211 856-მა ადამიანმა დაამარცხა.
ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს, ქვეყანაში დაავადებულია 245 500 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 6053-ს აღწევს.