"ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, საქართველოსა 🇬🇪 და ისლანდიის მაგალითები ცხადყოფენ, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია", - წერს ამერიკული გამოცემა Foreign Policy.
ამერიკული გამოცემა Foreign Policy სტატიას აქვეყნებს, რომელშიც იმ ქვეყნებზე საუბრობს, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ქვეყნის წარმატება მოულოდნელი აღმოჩნდა.
"თავის პოდკასტში Foreign Policy-ის ჟურნალისტმა ემი მაკკინონმა ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს რეაგირება გამოყო. მიუხედავად მცირე ზომისა და რთულ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკისა, საქართველომ სერიოზული ზომების გატარება დაიწყო თებერვლის ბოლოს, მათ შორის დაიხურა სკოლები და დიაგნოსტიკური ტესტები ჩატარდა. აქამდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 117 შემთხვევა დაფიქსირდა და არც ერთი გარდაცვლილი", - წერს სტატიის ავტორი.
"ვფიქრობ, ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თავიდანვე სერიოზულად მიუდგა ამ საკითხს, ეს დაგვეხმარა. საქართველო მიჩვეულია კრიზისს, ეს ქვეყანაა, რომელმაც გამოიარა სამოქალაქო ომები, რუსეთის შემოჭრა 2008 წელს, მძიმე 90-იანები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“, - ამბობს Foreign Policy-სთან საუბარში ჟურნალისტი ნატალია ანთელავა.
სტატიიდან ამონარიდის თარგმანს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. სრული სტატიის წაკითხვა შეგიძლიათ ბმულზე.
ფოტო: FP