სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს ირანში სამი ადამიანი ჩამოახრჩეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ჩამოხრჩობა ერთ ქალს და ორ კაცს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის მიუსაჯეს.
სიკვდილით დასჯილების ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა არსებული ინფორმაციით, დამნაშევეები ქალაქ ზანაჟის ციხეში მოხდა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ირანი იმ ქვეყნების რიცხვში შედის, სადაც დამნაშავეებს ხშირად სიკვდილით დასჯას უსჯიან.