საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 27 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული და მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281.