ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოწვეული სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ეზუგბაია ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არის და თუ პაციენტების ყოველდღიური მატების რაოდენობა 20-კაციან ნიშნულზე შენარჩუნდება, მაშინ ეს მისაღები მაჩვენებელი იქნება.
"ბოლო 4-5 დღის განმავლობაში 115 ფაქტიდან ავედით 148-ზე, მაგრამ ეს არ არის დიდი მაჩვენებელი, დიდი ციფრი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ ამას, ასე ზომიერი, კონტროლირებადი ციფრებით, ალბათ შევძლებთ, რომ გადავლახოთ ეს დიდი პრობლემა, დიდი დანაკლისების და არეულობების გარეშე. თუ ამას შევინარჩუნებთ, თუნდაც დღეში ჯამში 18-20 პაციენტი, ეს არ არის დიდი ტრაგედია, მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ, მეოთხეულ, ანუ შიდა გადაცემაზე. ეს მაჩვენებლები აბსოლუტურად მისაღებია, ნორმაში გვეტევა და ეს არ არის კატასტროფა. ჯერ ყველაფერი კონტროლირებადია და იმედია, რომ ასე დავამთავრებთ", - განაცხადა ეზუგბაიამ.