საქართველოში COVID-19-ის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში COVID-19-ის 148 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5550, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.