საუდის არაბეთის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუსლიმთა წმინდა ქალაქებში, მექასა და მედინაში 24-საათიანი კომენდანტის საათი დაწესდა.
მანამდე წმინდა ქალაქებში 15-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებდა, 21:00 საათიდან 09:00 საათამდე.
ქალაქის მაცხოვრებლებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად ექნება უფლება სახლების დატოვებისა.
ხელისუფლების მიერ გადაადგილების მკაცრი შეზღუდვების ფონზე, აქტუალურია კითხვა, რა ბედი ელის ყოველწლიურ ჰიჯას, მუსლიმი მორწმუნეების პილიგრიმობას მექასა და მედინაში, ივლისსა და აგვისტოში.
როგორც წესი ეს რელიგიური ღონისძიება ყოველწლიურად მილიონობით მუსლიმს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
რეგიონში საუდის არაბეთს კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აქვს აღრიცხული. ამ დროისთვის, საუდის არაბეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 885 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 21 პაციენტი.