იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 760 ადამიანი გარდაიცვალა. იტყობინება იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახური.
უწყების ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში COVID-19-ით დაღუპულია 13 915 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 115 ათასს გადასცდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს მიუახლოვდა და 965 246-ს შეადგენს, გარდაცვლილია 49 236 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 203 007 ადამიანი.