ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 2 373-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა
ნიუ იორკის შტატი ამ მომენტისთვის შეერთებულ შტატებში ეპიდაფეთქების კერას წარმოადგენს.
"გარდაცვლილთა რაოდენობა 1 941-დან 2 373-მდე გაიზარდა", - განაცხადა კუომომ.
მისი თქმით, შტატში კორონავირუსით ინფიცირების 92 381 შემთხვევაა გამოვლენილი. ქალაქ ნიუ იორკში დაავადებულია 51 809 ადამიანი, მათ შორის 4 370 ინფიცირებული გასულ 24 საათში გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს მიუახლოვდა და 965 246-ს შეადგენს, გარდაცვლილია 49 236 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 203 007 ადამიანი.