ირანის საკანონმდებლო ორგანოს, მეჯლისის სპიკერს ალი ლარიჯანს კორონავირუსი დაუდგინდა. იუწყება ირანული მედია მეჯლისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.
”მას შემდეგ, რაც მეჯლისის სპიკერს გამოუვლინდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მრავალი სიმპტომი, ჩაუტარდა ტესტი. დადებითი შედეგის მიღების შემდეგ, ალი ლარიჯანი იმყოფება კარანტინში და მკურნალობას უტარებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 50 468 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 3 160 პაციენტი, ხოლო 16 711 გამოჯანმრთელდა.