იტალიაში COVID-19-თ ათი ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა.
იტალიის მედიკოსთა პროფკავშირების Anaao-Assomed-ის მონაცემებით, მედიცინის სფეროს დაავადებულ თანამშრომელთა 20 პროცენტი ექიმია. მედიკოსთა დიდი ნაწილი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 69 ექიმია გარდაცვლილი.
იტალია ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 110 574 შემთხვევა, გარდაცვლილია 13 155 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 16 847 პაციენტი.