მსოფლიოში კორონავირუსისგან 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია შეერთებული შტატების ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვეგბგვერდზე გამოქვეყნებული.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 202 342 -ს შეადგენს.
სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 951 901 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 48 284 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა.