ჩვენ მივიჩნევთ, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მორე ნახევრიდან, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, იყო მოლოდინი, რომ დაახლოებით 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი.
"ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფო მხრიდან, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. აღსრულების ნაწილი იქნება დამოკიდებული ამაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი და რა რაოდენობა პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.