"სისხლის ბანკს" ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისათვის დონორები ესაჭიროება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "სისხლის ბანკიდან" აცნობეს. მათი ინფორმაციით, "სისხლის ბანკი" ონკოლოგიურად დაავადებულ პაციენტებს სისხლით ამარაგებს და ეხმარება გამოჯანმრთელებაში.
"ბანკის" თანამშრომლების განცხადებით, მათ რეზერვში მხოლოდ რამდენიმე ჯგუფის სისხლია.
"გვესაჭიროება დონორები, რათა ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისათვის დავამზადოთ ახალ-ახალი ტრომბომასები," - განაცხადეს "სისხლის ბანკის" თანამშრომლებმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მათივე თქმით, დონორების რაოდენობა ცოტაა, მძიმედ დაავადებულ ბავშვებს კი სისხლი სჭირდებათ.