კორონავირუსის 200 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა შეერთებულ შტატებში. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერისტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში დადასტურებულია 203 608 შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 4 361-ს შეადგენს.
გარდაცვალების 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ქალაქ ნიუ იორკში.