სავარაუდოდ, პიკის პერიოდი აპრილის მეორე ნახევარი იქნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში "მოამბე" განაცხადა.
"ამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი ორი კვირის მანძილზე ძალიან პროდუქტიული და ეფექტური მუშაობა, როგორც სახელმწიფოს და სამთავრობო გუნდის, ისე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რათა ეს პიკი იყოს არა ის კოლოსალური რიცხვები, რომელსაც ექსპერტები ელოდებოდნენ. შეიძლება, მოხდეს მისი გადავადება, ან განახევრება", - განაცხადა ტიკარაძემ.