ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდ წილად, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
„სხვა კუთხით, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დეტალურად ვმუშაობთ როგორც სხვა კონტაქტების გამოვლენაზე, ასევე სხვადასხვა ანალიტიკური საშუალებებით ყველა იმ პირის შესაძლო კონტაქტის დადგენაზე, ვისაც „კოვიდ 19“-ის დაფიქსირების შემდეგ საზღვრის კვეთა ჰქონდა. მიმდინარეობს ამ პირების მონიტორინგი და დეტალური კვლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.