ჩემი ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-მდე იქნება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში შიდა გავრცელებამ 3-4 კვირა დააგვიანა, რადგან ყველა ვერტიკალმა მედიკოსიდან დაწყებული პრემიერ-მინისტრით დამთავრებული შესანიშნავად და იმუშავა.
„იქნება შემთხვევების სერიოზული მატება. სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნებთ ნულს იმ გრაფაში, სადაც სიკვდილიანობაა აღნიშნული. ჩემი პროგნოზია, რომ ვინაიდან აქამდე შევძელით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებლით შესვლა, როდესაც დაიწყება ფართომასშტაბიანი გავრცელება ინფექციის, ჩვენ შევძლებთ ევროპის სხვა ქვეყნებთან დისტანცია შევინარჩუნოთ და თუ სხვაგან არის ასეულობით ათასები, ჩემი პროგნოზია, ჩვენთან შემთხვევებმა არ უნდა გადააჭარბოს 1000-ს“, - განაცხადა ცერცვაძემ.