იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექცით 727 ადამიანი გარდაიცვალა. 
უწყების ცნობით, იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 13 155-ს მიაღწია. 
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 2 937 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების საერთო რაოდენობა დაახლოებით 105,800-ს შეადგენს.