საქართველოში კარანტინის რეჟიმში 5 783 ადამიანი იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ამავე ვებგვერდის მონაცემებით, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 301 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 115 შეთხვევა დაფიქსირდა, მათგან 22 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება დატოვა.