ბელგიაში კორონავირუსით 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცლებს.
როგორც ბელგიის სამედიცინო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ემანუელ ანდრემ განაცხადა, გოგონა ევროპაში კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია.
"ემოციურად მძიმე მომენტია, რადგან საუბარია ბავშვზე და ამან ძალიან ააღელვა სამედიცინო და სამეცნიერო საზოგადოება", - განაცხადა ემანუელ ანდრემ. მისივე თქმით, აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა ძალიან იშვიათი მოვლენაა.
ბელგიაში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 12 775-ს მიაღწია, გარდაიცვალა 192 ადამიანი.