ამერიკული ავიამზიდის "თეოდორ რუზველტის" ეკიპაჟის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. იუწყება ამერიკული გამოცემა San Francisco Chronicle.
გამოცემის ცნობით, ავიამზიდის ეკიპაჟის სულ მცირე 100 წევრი კორონავირუსით არის ინფიცირებული. სულ ეკიპაჟში 4000-მდე წევრია.
ავიმზიდზე არსებული ვითარების შესახებ, კაპიტანმა პენტაგონს მიმართა და დახმარება ითხოვა.
"მეზღვაურები ომში არ არიან. ისინი არ უნდა დაიღუპონ", - წერს კაპიტანი პენტაგონისადმი გაგზავნილ წერილში.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მარკ ესპერის განცხადებით, ამ მომენტისთვის მეღვაურთა ევაკუაციის საკითხი არ განიხილება. მისი თქმით, ავიამზიდზე არსებულ მდგომარეობას შეისწავლიან და ეკიპაჟის წევრებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.
ავიამზიდი ამჟამად გუამის კუნძულთან, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში იმყოფება.