საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე.
ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 115 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 22 გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 5106 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294.