ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსით 837 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახური.
უწყების ინფორმაციით, სულ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 12 428 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 2 107 შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 101 739 შემთხვევაა აღრიცხული.
იტალიის სამედიცინო ასოციაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან, კორონავირუსს სულ მცირე 66 ექიმი ემსხვერპლა.
სამედიცინო ასოციაციის განცხადებით, იტალიში კორონავირუსით სულ მცირე 8 956 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.