იტალიაში ვირუსის გავრცელების დღიდან, კორონავირუსს სულ მცირე 66 ექიმი ემსხვერპლა. იუწყება იტალიის სამედიცინო ასოციაცია.
სამედიცინო ასოციაციის განცხადებით, იტალიაში კორონავირუსით სულ მცირე 8 956 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 101 739 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 11 591 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 14 620.