ბოლო 24 საათში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 393 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური.
უწყების ინფორმაციით, ეს არის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღის განმავლობაში, რაც კი კორონავირუსის გავრცელების დღიდან დაფიქსირებულა.
სულ კორონავირუსული ინფექციით, გაერთიანებულ სამეფოში 1801 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 367 ადამიანი ინგლისში, 13 შოტლანდიაში, 7 უელსში და 6 ჩრდილოეთ ირლანდიაში.