19 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე იმყოფებოდა. ინფორმაცია გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში დაადასტურა.
"19 წლის ახალგაზრდა ჩამოსული იყო მშობლებთან ერთად გასვენებაში სოფელ კარდენახში, დაახლოებით 30 ადამიანთან ჰქონდა შეხება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა კონტაქტების მოკვლევასთან დაკავშირებით", - თქვა გურჯაანის მერმა.
ახალგაზრდა მამაკაცი იმ პაციენტებს შორისაა, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ.
ახალგაზრდა სოფელში 12 დღის წინ იმყოფებოდა.