რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 500 შემთხვევა გამოვლინდა. სულ ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 337 შემთხვევაა აღრიცხული. იტყობინება "ინტერფაქსი".
გამოცემის ცნობით, ბოლოს 24 საათში გამოვლინილი 500 ახალი შემთხვევა რუსეთის 24 სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა.
ახალი შემთხვევების უმეტესობა გამოვლენილია მოსკოვში - 387, სანკ-პეტერბურგში - 48, დაღესტანში - 9. დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონში.
სულ მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 1613 შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო 24 საათში, რუსეთი კორონავირუსული ინფექციით 8 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 17 პაციენტი.