ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 849 ადამიანი გარდაიცვალა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალ კორონავირუსს კიდევ 849 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 8 189.
ეს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩველენებელია დღის განმავლობაში, რაც ვირუსის გავრცელების დღიდან დაფიქსირებულა ქვეყანაში.
ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში, იტალიის შემდეგ, კოროვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით.