შეერთებულ შტატებში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, გარდაცვლილია ნიუ იორკის შტატში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი.
"სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მეხუთე შემთხვევა ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების საზღვარგარეთ. ეს არის ნიუ იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.