ქვეყანაში უკვე კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაამ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი შეხვედრა დასრულდა.
"ქვეყანაში უკვე 110 ინფიცირებული გვყავს. აქედან 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. იზოლაციაში კი 4995 ადამიანია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.