საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის ინიციატივით შექმნილ ვებ-გვერდზე - stopcov.ge.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, გამოჯანმრთელდა 20, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5114 ადამიანი.