დღეს ევროკავშირმა გამოაცხადა საქართველოსთვის დახმარების პაკეტის შესახებ, კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად.
დახმარების პაკეტი მოიცავს სამედიცინო აღჭურვილობასა და ტრენინგებზე წვდომას, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას და ბიზნესის აღდგენის ხელშეწყობას.
✅საქართველოსთვის ეს ნიშნავს 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას ახალი საგანგებო დახმარებისთვის. ასევე მოხდება უკვე არსებული პროგრამებისთვის გამოყოფილი 70 მილიონ ევროზე მეტი თანხის გადამისამართება კრიზისის დასაძლევად.
👉გაიგეთ მეტი ინფორმაცია აქ: https://bit.ly/39tauzB