საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე.
ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 98 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 20 გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 5114 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263.