კორონავირუსით გარდაიცვალა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოჩენილი ეპისკოპოსი მილუტინ კნეზევიჩი. იუწყება საერთაშორისო სააგენტო Reuters-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, 71 წლის ეპისკოპოსის გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა მისი ეპარქიის ორ მღვდელმსახურს.
გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ეპისკოპოსი ბელგრადის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში სერბეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აკრძალა საზოგადოებრივი თავყრილობები კოროვონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, სერბეთის პატრიარქმა ირინეოსმა აკრძალა ყველა სახის მსახურება და მორწმუნეებს სთხოვა, ღვთისმსახურებისთვის ტელევიზიის საშუალებით ეყურებინათ.
მიუხედავად ამისა, გარკვეული დროის განმავლობაში, სერბეთის ეკლესიას ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეუცვლია.
მოგვიანებით ზიარება მხოლოდ სახლებში გახდა შესაძლებელი.