ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 140 მლნ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხა გადაეცემა - სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას.
გარდა ამისა, ევროკომისია, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი კაპმანიის ფარგლებში, 700 მილიონი ევროს ღირებულების არსებულ ინსტრუმენტებს მიმართავს პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შესამსუბუქებლად.
ევროკომისიის განმარტებით, ის პასუხობს პარტნიორი ქვეყნების თხოვნას და მხარს დაუჭერს მათი სამედიცინო მოწყობლობებითა და პერსონალური აღჭურვილობით მომარაგებას. საუბარია სასუნთქ აპარატებზე, ლაბორატორიულ კომპლექტებზე, ნიღბებზე, სათვალეებზე, ხალათებსა და დამცავ კოსტუმებზე.
თანხის ნაწილი მიმართული იქნება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე.