საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე.
ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 100 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4978 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266.