საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმ შეზღუდვების შესახებ ისაუბრა, რომელიც კრანტინის პირობებში უნდა განხორციელდეს.
"ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს, სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, ამათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების, თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით. იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრი სოციალური დისტანცია. ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ცალკე იქნება გაწერილი, რომელთაც ექნებათ ცალკე პროტოკოლები, რომელიც შეთანხმებულ იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.