კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის 14 სხვადასხვა ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ეს ქალაქებია: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 217 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 131 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 105 ადამიანი.