ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 812 ადამიანი გარდაიცვალა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალ კორონავირუსს კიდევ 812 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 7 340.
ბოლო 24 საათში გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და სულ 85 195 შეადგინა.
ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში, იტალიის შემდეგ, კოროვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით.