კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ცოლი, სოფი გრეგორი ტრუდო კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"მინდა გაგიზიაროთ კარგი ახალი ამბავი. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ოტავას ჯანმრთელობის დეპარტამენტისგან მივიღე ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ტესტმა ნეგატიური შედეგი აჩვენა", - წერს ტრუდო ფეისბუქზე.
სოფი გრეგორი ტრუდომ მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც მას სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადა მათ, ვინც კორონავირუსის მკურნალობას გადიან.
ორი კვირის წინ, კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით, ჯასტრინ ტრუდო თვითიზოლაციაში გადავიდა, თუმცა მას ვირუსული ინფექციის სიმპტომები არ ჰქონდა.