საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსდა მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე.
ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 97 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.
ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4876 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.