პარიზში, 86 წლის ასაკში, კორონავირუსით გარდაიცვალა პრინცესა ესპანეთის სამეფო დინასტიიდან მარია ტერეზა ბურბონი-პარმა.
პრინცესას გარდაცვალების შესახებ მისმა ძმამ, პრინცმა ჰაინრიხ ბურბონ-პარმამ გაავრცელა. მარია ტერეზა იყო ესპანეთის მეფის, ფილიპე VI-ის ბიძაშვილი.
მარია ტერეზას "წითელ პრინცესას" ეძახდნენ, რადგან იგი მხარს უჭერდა სოციალისტური მონარქიის იდეას. პრინცესა გახდა პანდემიის პირველი მსხვერპლი ევროპაში სამეფო ოჯახების წარმომადგენელთა შორის.
შეგახსენებთ, მანამდე კორონავირუსი დაუდასტურდათ ევროპის სამეფო ოჯახების ორ წარმომადგენელს - დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, უელსის პრინც ჩარლზს და მონაკოს თავადს ალბერ II-ს.