ათონის მთის მონასტრის ბერს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას Orthodox Times-ი ავრცელებს.
კორონავირუსით ინფიცირებული ბერი ამჟამად, სალონიკის AHEPA-ს უნივერსიტეტის საავადმყოფოში იმყოფება.
გავრცელებული ცნობით, ბერი ცხოვრობდა ათონის მთის დიდ მონასტერში და, ის სავარაუდოდ, მონასტრის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა ბრიტანეთში.
იუწყებიან, რომ ამავე მონასტერში მცხოვრებ სხვა ბერებს აღენიშნებათ იგივე სიმპტომები და ისინი რჩებიან კარანტინში, მონასტერში.
ეს არის კორონავირუსის პირველი შემთხვევა ათონის მთაზე, რომელმაც გასულ კვირას, კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, თავისი კარიბჭე მომლოცველთათვის დახურა.