ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 678 720-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაიცვალა 31 700 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 145 609 პაციენტი.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება შეერთებულ შტატებში, იტალიაში, ჩინეთში, ესპანეთში, გერმანიაში, ირანში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში.
აშშ - 124 686
იტალია - 92 472
ჩინეთი - 82 120
ესპანეთი - 78 797
გერმანია - 58 247
ირანი - 38 309
საფრანგეთი - 38 105
დიდი ბრიტანეთი - 17 320
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება იტალიაში, ესპანეთში, ჩინეთში, ირანში, საფრანგეთში.
იტალია - 10 023
ესპანეთი - 6 528
ჩინეთი - 3 182
ირანი - 2 640
საფრანგეთი - 2 314
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან, აზერბაიჯანთან, ამერიკასთან, საფრანგეთსა და თურქეთთან.
25 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 4 717 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 268. გამოჯანრთელდა 18 პაციენტი.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა სპორტული, კულტურული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.
22 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.