მკვეთრად გაიზარდა ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 29 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალ კორონავირუსს კიდევ 838 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 6 528.
ბოლო 24 საათში გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და სულ 78 797 შეადგინა.
ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში, იტალიის შემდეგ, კოროვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით.