შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ახალშობილი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ვირუსული ინფექცით ჩვილის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას ილინიოსის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ში ახალშობილის გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჩიკაგოში დაფიქისირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძრვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსით შესაძლოა ახალგაზრდები და ბავშვებიც დაიღუპონ.
29 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 665 164 ადამიანი, გარდაცვლილია 30 852 პაციენტი.