ახალი კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. იუწყება საქართველოს პირველ არხი კლინიკის მთავარ ექიმზე, თეიმურაზ ნადირაძეზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა, აღნიშნული მოქალაქე 73 წლისაა. ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.