კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უზბეკეთში. იტყობინება უზბეკეთის ჯანმრთელობის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილია კორონავირუსით ინფიცირებული 72 წლის ქალი, რომელიც სამშობლოში საფრანგეთიდან დაბრუნდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ამ დროისთვის, უზბეკეთში კორონავირუსით ინფიცირების 83 შემთხვევა აღრიცხული.