საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა.
როგორც მედიას სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა, გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტია, რომელიც ცენტრში მოხვდა, ის ახალგაზრდა მამაკაცია.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით დაავადებული ოთხი პაციენტიდან ერთი გამოჯანმრთელებული კლინიკას დატოვებს, სამი პაციენტი კი მკურნალობას განაგრძობს.